error1595 2018.03.30
„სოციალური დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებები შევიდა

 სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს, რომლებიც მინდობით აღზრდაში არიან, სახელმწიფო დაფინანსებას უზრდის. 450 ლარის ნაცვლად მათი მეურვეები ყოველთვიურად 600 ლარს აიღებენ. 

 ცვლილებები „სოციალური დახმარების შესახებ“ კანონში შევიდა. ახალი რედაქციით, მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა შემდეგნაირად განისაზღვრა. 

ნათესაურ მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვისათვის – თვეში 200 ლარი; რეგულარულ მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვისთვის – ერთი კალენდარული დღისათვის 15 ლარი. ნათესაურ მინდობით აღზრდაში განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისათვის – თვეში 300 ლარი. გადაუდებელ მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვისთვის – ერთი კალენდარული დღისათვის 20 ლარი; ჩამნაცვლებელ მინდობით აღზრდაში განთავსებული განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისთვის – ერთი კალენდარული დღისათვის 20 ლარი. რეინტეგრაციის შემწეობა ბავშვისათვის – თვეში 90 ლარით განისაზღვა. განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისათვის – თვეში 130 ლარით.

 

სტატისტიკის მიხედვით, საქართელოში მინდობით აღზრდაში 1474 ბავშვია, საიდანაც 219 შშმ სტატუსის მქონეა. განსხვავებული საჭიროების მოზარდი კი 40-მდეა.

ამას უნდა დაემატოს ისიც, რომ ის ბიოლოგიური ოჯახები, რომლებიც ბავშვებს დაიბრუნებენ სახელმწიფო ზრუნვიდან (რეინტეგრაცია), მათაც ეხებათ მომატებული თანხის გადახდა (შშმ და განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვების შემთხვევაში).

ამასთან, დადგენილების თანახმად, ცვლილება 2018 წლის 1-ლი აპრილიდან ამოქმედდება.
 

სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა