error1346 2018.03.13
ე.წ. ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებით კანონპროექტი დახურულ ფორმატში განიხილება

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან და ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი დახურულ ფორმატში იხილავს.

კომიტეტის სხდომა, რომელმაც პირველი მოსმენით კანონში შესატანი ცვლილებები უნდა განიხილოს, როგორც ჟურნალისტებისთვის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის დაიხურა. 

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ განაცხადა, საქმე ისეთ საკითხებს ეხება, რითაც შესაძლოა სახელმწიფო ინტერესებს გარკვეული საფრთხე მიადგეს.

სხდომის დახურვამდე შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ზოგადი განმარტება გააკეთა პროექტის არსთან და მიზანთან დაკავშირებით. 

„კანონპროექტის მიზანია გაძლიერდეს ბრძოლა ორგანიზებული დანაშაულისა და ”ქურდული სამყაროს” წინააღმდეგ. წარმოდგენილი ცვლილებებით, ფართოვდება იმ ქმედებების წრე, რაც დღეს დასჯადი არ არის და საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით დასჯადი იქნება. კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიზანია მოიცვას ყველა ის პირი, ვისაც ”კანონიერ ქურდებთან” და ”ქურდულ სამყაროსთან” აქვს კავშირი. სანქციები იქნება საკმაოდ მკაცრი“, – განაცხადა მეზვრიშვილმა. 

ამის შემდეგ კომიტეტის გადაწყვეტილებით სხდომა დაიხურა. საკომიტეტო მოსმენა დატოვეს, როგორც ჟურნალისტებმა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და კომიტეტის აპარატის თანამშრომლებმა. 

სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა