error1367 2018.03.09
რა ეტაპზეა სახიფათო ინტერნეტ თამაშებთან დაკავშირებით შსს-ის მიერ დაწყებული გამოძიება?

გამოძიების ამ ეტაპზე ქართველი მოზარდების სახიფათო ინტერნეტ თამაშებთან კავშირი არ არის დაფიქსირებული. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო იძლევა. უწყების ინფორმაციით, რამდენიმე ფაქტთან დაკავშირებით, მათ შორის, სუიციდის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით დაახლოებით 100 მოზარდი, მათი ოჯახის წევრები, მეგობრები, თანატოლები და კლასელები გამოიკითხნენ. 

„გადამოწმდა მათი ტექნიკური საშუალებები - მობილურები, ლეპტოპები, კომპიუტერები, მიმდინარეობს კვლავ ძიება, მაგრამ გამოძიების ამ ეტაპზე საქართველოდან რომელიმე მოზარდის კავშირი ამ სახიფათო ინტერნეტ თამაშებთან არ არის დაფიქსირებული“,- განმარტეს უწყებაში. 

17 წლის მოზარდთან დაკავშირებით, რომელმაც გასულ წელს ხელვაჩაურში თვითმკვლელობა სანადირო თოფით სცადა, უწყებაში განმარტეს, რომ ამ საქმეში კიბერ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს

თანამშრომლები მაშინვე ჩაერთვნენ, ახლა კი შემთხვევიდან რამდენიმე თვის შემდეგ, მოზარდს გამომძიებელთა ჯგუფი კიდევ ერთხელ გამოკითხავს. 

ახლობლები ხელვაჩაურში, 17 წლის მოზარდის მიერ თვითდაზიანების მიყენებას „ლურჯ ვეშაპს“ უკავშირებენ

რაც შეეხება დიღმის მასივში 16 წლის მოზარდის მე-8 სართულიდან გადახტომის ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განგვიმარტა, რომ იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ შემთხვევას თავად ოჯახის წევრები სახიფათო ინტერნეტ თამაშს უკავშირებენ, გამოძიება მუშაობს ამ მიმართულებითაც. 

კითხვაზე რა ბერკეტებს აამოქმედებს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმ შემთხვევაში თუ სახიფათო ინტერნეტ თამაშთან მოზარდის კავშირის ერთი შემთხვევა მაინც დაფიქსირდება, უწყებაში განმარტეს, რომ მსგავსი ფაქტის წინაშე ქართული სამართალდამცავი სტრუქტურა ჯერ არ დამდგარა, თუმცა, პრობლემის მოგვარება კომპლექსურად შეიძლება მათ შორის სერვერების მეშვეობით, პროგრამულად IP მისამართების დაბლოკვის გზითაც. 

ე.წ ონლაინ თამაშის „ლურჯი ვეშაპის“ შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გასული წლის მაისში გავრცელებული განცხადების თანახმად, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას გულისხმობს და სსკ-ს 285-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის უკანონო გამოყენებას გულისხმობს.

გამოძიების მთავარ ინტერესს წარმოადგენს იმ გარემოების დადგენა, თუ რამდენად არის შემხებლობაში ინტერნეტში გავრცელებული თამაში ქართულ ინტერნეტსივრცესთან.

 

წყარო: allnews.ge

სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა