error1388 2018.03.09
მოქალაქეებს ავტომობილზე ქონების გადასახადის გადახდა მოუწევთ

 მიმდინარე წლიდან გარკვეული კატეგორიის პირებს ავტომობილებზე ქონების გადასახადის გადახდა მოუწევთ. აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადახდის ვალდებულება 40 ათას ლარზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე ოჯახებს შეეხება. 

  შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, იმ პირთა რაოდენობა, რომელთა შემოსავალიც 40 ათას ლარზე მეტი შემოსავალი 45 146 პირს აქვს. 

კერძოდ, შემოსავლების სამსახურის ცნობით, „საანგარიშო თვის მიხედვით გაცემული თანხებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ“ ინფორმაციის შესაბამისად, 40 ათას ლარზე მეტი და 100 ათას ლარზე ნაკლები შემოსავალი 35 418 პირს, ხოლო 100 ათასი ან უფრო მეტი შემოსავალი 9 728 პირს ჰქონდა საქართველოში. 

ცნობისთვის, პირებს ავტომობილის გადასახადის გადახდა 2017 წლის შემოსავლების მიხედვით მოუწევთ. გასული წლის შემოსავლების მიხედვით ქონების დეკლალირება კი 2018 წლის 1 ნოემბრამდე უნდა მოხდეს. 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ გადასახადის წლიური განაკვეთი გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განამავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით არის დიფერენცირებული. კერძოდ, 40 ათასიდან 100 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის ავტომობილის ღირებულების არანაკლებ 0.05% და არაუმეტეს 0.2% იქნება გადასახდელი, ხოლო 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის ავტომობილის ღირებულების არანაკლებ 0.8% და არა უმეტეს 1%.

სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა