error 411 2018.02.13
აუქციონზე შეძენილი ქონების შესახებ განკარგულებას ელექტრონულად მიიღებთ

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ აუქციონზე შეძენილი ქონების შესახებ განკარგულების ელექტრონული სახით გაცემა დაიწყო.


 პირი, რომელიც ელექტრონულ აუქციონზე eauction.ge შეიძენს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ წარდგენილ ქონებას, გამარჯვებისთანავე მიიღებს შეტყობინებას, განკარგულების და სხვა თანდართული დოკუმენტის ელექტრონულად მიღებისა და ჩამოტვირთვის შესაძლებლობის შესახებ. მოქალაქეს აქვს არჩევანის თავისუფლება, რომ დაეთანხმოს დოკუმენტის ელექტრონული წესით მიღებას ან კვლავ მიბრძანდეს აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და იუსტიციის სახლებში დოკუმენტის ხელზე მისაღებად. მომხმარებელი, დოკუმენტის ელექტრონულად მიღების შესახებ შეტყობინების დათანხმების შემთხვევაში, მიიღებს ინფორმაციას მობილური შეტყობინების სახით, მოგებულ ლოტზე დოკუმენტაციის ატვირთვის შესახებ. მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, Eauction.ge-ს პირად გვერდზე ჩამოტვირთოს/გახსნას დოკუმენტაცია, რომელიც ჩამოტვირთვისთანავე მისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება. ასევე, დოკუმენტის ელექტრონულად მიღების შესაძლებლობაზე უარის გაცხადების შემთხვევაში, მომხმარებელს კვლავ რჩება საშუალება, შეცვალოს არჩევანი და მოითხოვოს დოკუმენტის ელექტრონულად მიღება.


აღნიშნული სერვისი ნოვაციაა და აღსრულების ეროვნული ბიურო პირველი უწყებაა, რომელმაც აუქციონზე ქონების შეძენის შემთხვევაში განკარგულების ელექტრონულად მიღების წესი დანერგა.
 პროექტი აღსრულების ეროვნული ბიუროსა და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევითა და თანამშრომლობით განხორციელდა.
ახალი სერვისით იზოგება მოქალაქის დრო და ხარჯები. მას დოკუმენტის მიღებისთვის არ დასჭირდება აღსრულების ეროვნულ ბიუროსა თუ იუსტიციის სახლში მისვლა. ამავდროულად, სერვისი მოახდენს აღსრულების ეროვნული ბიუროს კანცელარიის თანამშრომლებისა და აღმასრულებლების დამატებითი სამუშაოსაგან განტვირთვას.

სხვა სიახლეები
25 თებ

ოჯახში ძალადობის შემთხვევები ბოლო 2 კვირის განმავლობაში

24 თებ

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს

23 თებ

ადვოკატთა ასოციაცია კონკურსს აცხადებს

23 თებ

საკონსტიტუციო სასამართლო: „ასაკოვანი პირების დისკრიმინაციისაგან დაცვა მნიშვნელოვანია“

23 თებ

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 44 მოსამართლე უვადოდ განამწესა

23 თებ

ადვოკატთა ასოციაციასა და საქართველოს კონკურენციის სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

22 თებ

ეროვნული ბანკი მეწარმეებს საკანონმდებლო ცვლილებებს ახსენებს

21 თებ

„საგადასახადო კანონმდებლობაში ხშირი ცვლილებები ბიზნესს მნიშვნელოვნად აზიანებს“

21 თებ

ერთ თვეში მოვალეთა რეესტრში ჩანაწერების რაოდენობა 4,8 ათასით გაიზარდა

20 თებ

„ადვოკატთა ასოციაცია მნიშვნელოვანი კანონპროექტების განხილვებში აქტიურად ჩაერთვება“