error 696 2018.02.08
„OK&CG“-ის ადვოკატები „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ 4 კომიტეტში იმუშავებენ

 მიმდინარე წლის 31 იანვარს გამართულ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე
  ასოციაციაში შექმნილი კომიტეტების შემადგენლობა დამტკიცდა. აღნიშნულის თანახმად, საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ის ადვოკატები, ოთარ კაჭკაჭაშვილი,ანა გორდეზიანი, დავით მუმლაძე და ქეთევან ქავთარაძე სხვადასხვა კომიტეტში გადანაწილდნენ. 

ოთარ კაჭკაჭაშვილი ფინანსური მდგრადობისა და მონიტორინგის კომიტეტს უხელმძღვანელებს. ანა გორდეზიანი იმუშავებს სამოქალაქო სამართლის კომიტეტში, დავით მუმლაძე ადმინისტრაციული სამართლის კომიტეტის წევრი იქნება, ქეთევან ქავთარაძე კი  არასამთავრობო ორაგიზაციებთან ურთიერთობის კომიტეტში იმუშავებს

როგორც ასოციაციაში განაცხადეს, აღნიშნული შემადგენლობა ასოციაციის კომიტეტების თავმჯდომარეთა მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების გათვალისწინებით დამტკიცდა. 

საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ის დამფუძნებელს, ოთარ კაჭკაჭაშვილის განცხადებით, „ის, რომ ჩვენი საადვოკატო ბიუროს ადვოკატები ოთხ სხვადასხვა, წამყვან კომიტეტშიიმუშავებენ, ძალიან საამაყო და ამავდროულად საპასუხისმგებლოც არის. მინდა, წარმატებები ვუსურვო ჩემი გუნდიდან წარმოდგენილ თითიეულ ადვოკატს და და იმედი მაქვს, რომ ასოციაციის ცხოვრებაშიც ჩვენი ბიუროსათვის, „OK&CG“-სთვის დამახასიათებელ კვალს დავტოვებთ. 

ოთარ კაჭკაჭაშვილი ადვოკატთა ასოციაციის მიერ დანერგილ სიახლესაც გამოეხმაურა და აღნიშნული ფაქტი დადებითად შეაფასა. მისი თქმით, სიახლე (სხვადასხვა კომიტეტის შექმნა), რომელიც ადვოკატთა ასოციაციის ახალმა გუნდმა დანერგა, ასოციაციის მუშაობას ბევრად ეფქტურსა და ნაყოფიერს გახდის. 

„გასულ წლებში ადვოკატთა ასოციაციის წევრთა უმრავლესობას არ ჰქონდა შესაძლებლობა, თავად მიეღო მონაწილეობა ამა თუ იმ აქტივობაში; ასოციაციის ახლადარჩეულმა გუნდმა კი გადაწყვიტა, რომ ადვოკატთა ასოციაციის ყველა წევრი უფრო აქტიურად ყოფილიყო ჩართული ადვოკატთა ასოციაციის ცხოვრებაში. ამიტომ, ვფიქრობ, ეს სიახლე ბევრად უფრო აქტიურს და ნაყოფიერს გახდის ასოციაციის მუშაობას,“ - განაცხადა ოთარ კაჭკაჭაშვილმა.

სხვა სიახლეები
12 ივლ

რა მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს წლის ბოლომდე?

12 ივლ

ბანკების მიმართ პრეტენზიები 39%-ით გაიზარდა-რა საკითხებზე ჩივიან ყველაზე ხშირად მოქალაქეები?

11 ივლ

იურიდიულ პირებს ელექტრონული შტამპისა და ხელმოწერის მიღება 200 ლარიდან შეეძლებათ

10 ივლ

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის გარკვეული რეგულაციების ამოქმედების ვადამ გადაიწია

10 ივლ

ჯანდაცვის სამინისტრო დასაქმების სერვისების კანონპროექტზე მუშაობს

10 ივლ

ოჯახს, სადაც 2 შრომისუნარიანი პირი ცხოვრობს, შესაძლოა, სოციალური შემწეობა მოეხსნას

09 ივლ

კანონპროექტი არასრულწლოვანთა ინტერნეტ–რისკებზე ძალაში შემოდგომიდან შევა

06 ივლ

პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა

04 ივლ

რა უნდა ვიცოდეთ ვადაგადაცილებული სესხების შესახებ, რომ მომავალში სესხის აღება არ გაგვირთულდეს?!

04 ივლ

დავით ასათიანი პროკურატურას მიმართავს