error1447 2018.02.02
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს TV ERA სამართალდამრღვევად ცნო

ჩატარებული მონოტორინგის შედეგების საფუძველზე, შპს „TV ERA”  კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სამართალდამრღვევად ცნო.  მონიტორინგით გაირკვა, რომ აღნიშნული შპს საკუთარი ქსელით საქართველოს ტერიტორიაზე იმ სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებას ახდენდა, რომელთა საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილება კომპანიას არ გააჩნია. 

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, შპს „TV ERA”- სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას ახალი გარემოება გამოვლინდა, კერძოდ, კომისიისთვის ცნობილი გახდა, რომ თავად კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედს“ არ აქვს უფლება გაავრცელოს საქართველოს ტერიტორიაზე რიგი სამაუწყებლო არხები, რომელთა ტრანზიტს შპს „TV ERA”- ს გარდა, სხვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირებიც ახორციელებენ. 

 „შესაბამისად, კომისიამ გამაფრთხილებელი წერილით მიმართა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის შპს ”TV ERA”-ს, და მათ მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ორკვირიანი ვადა განუსაზღვრა. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ მიიჩნია, რომ კანონით მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, შპს „TV ERA”-ს სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების, ასევე მისთვის საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების: „Discovery”, „Пятница“, “Интер +”, “футбол 2”, “футбол 3”, „ТНТ 4“, „Россия 1”, ”НТВ”, „Еврокино“, “History”, “Домашний”,“футбол 1”, “Animal planet”, “Eurosport 1“, “ID”, “TLC”, “TV 5“, “Наш футбол,” “VIP Премьера”, “СТС”, “Евроновости”, “TV 3”, “Иллюзион”, „VIP Мегахит“, „Матч ТВ“, „ТНТ“, “Show”, “Eurosport 2“, “Че”, “футбол 2” (უკრაინული), „Viasat sport“, футбол 1” (უკრაინული), „Ru Tv“, „Disney“ „TV 1000“ და “TV 1000 action“ არამართლზომიერი გადაცემის აკრძალვის დაკისრების შემთხვევაში დაცული იქნება კანონიერებისა და პროპორციულობის პრინციპი. 

კომისიამ შპს ,,TV ERA” „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო სამართალდამრღვევად ცნო და აღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი გადაცემის შეწყვეტა დაავალდებულა.

სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა