error1250 2018.02.02
2017 წელს პროფესიული პასუხისმგებლობა 300 ექიმს დაეკისრა

2017 წელს 300-დან 93 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერდა. ამის შესახებ, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2017 წლის მუშაობის ანგარიშშია ნათქვამი. 


 ანგარიშის მიხედვით, პროფესიული განვითარების საბჭომ გასულ წელს 174 საკითხი და 305 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საქმე განიხილა. აღსანიშნავია, რომ ამათგან, 300 ექიმს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა. 

 „ამ 300 ექიმიდან, 207 მათგანს „წერილობითი გაფრთხილება“ მიეცა, 93 ექიმს კი სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა. მათ შორის, 3 ექიმს 1 წლის ვადით შეეზღუდა სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაში (სტატუსის მინიჭება) მონაწილეობის უფლება. 1 თვის ვადით შეუჩერდა სერტიფიკატის მოქმედება - 37 ექიმს, 43 ექიმს - 2 თვით; 12 ექიმს - 3 თვის ვადით, ხოლო 1 ექიმს სერტიფიკატის მოქმედება 4 თვით შეუჩერდა,“ - ნათქვამია ანგარიშში. 

2016 წელს პროფესიული პასუხისმგებლობა 198 ექიმს დაეკისრა.

 

 

სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა