error 170 2018.01.11
საქართველოს პრეზიდენტმა 40 კანონს ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა 40 კანონს ხელი მოაწერა. ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ნაცვლიშვილის ინფორმაციით, ხელმოწერილ კანონებს შორის არის საავტორო უფლებების დაცვის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის შესახებ, მარტოხელა მშობლის, ეროვნული ბანკის საზედამხედველო და საკონტროლო ფუნქციების შესახებ კანონები.


  „ამ დღეებში ჩვენ ვიმუშავეთ პარლამენტის მიერ დეკემბრის თვეში მიღებულ კანონებზე. პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა 40-მდე კანონს. გვიხარია, რომ ამ კანონების დიდი ნაწილი მიმართულია იქითკენ, რომ საქართველოს მოქალაქეების რიგი უფლებები იყოს უკეთ დაცული. განსაკუთრებით გამოვყოფდი ცვლილებებს, რომელიც ემსახურება საავტორო უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლებას, ასევე იმას, რომ სახელმწიფო უწყებებმა უფრო კოორდინირებულად და ეფექტურად იმუშაონ ძალადობის მსხვერპლების და ოჯახში ძალადობის მსხვერპლების დასაცავად და ამისთვის შეიქნება პროცედურები, ასევე მარტოხელა მშობლების შვილებს ავტომატურად აღარ შეუწყებათ სოციალური დაცვის გარანტიები, მხოლოდ იმ ფაქტის გამო, რომ მათი მშობელი რეგისტრირებულ ქორწინებაში შევა და სხვ. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ ცვლილებებით გაიზრდება დამოუკიდებელი ინსტიტუტის ეროვნული ბანკის საზედამხედველო და საკონტროლო ფუნქციები საფინანსო სექტორთან მიმართებაში. მისასალმებელია, რომ ამ ცვლილებების ნაწილი განპირობებულია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებით. ევროპული სტანდარტის და სულისკვეთების კანონმდებლობის შექმნა და შემდეგ მათი პრაქტიკაში განხორციელება, არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ საქართველო ჩამოყალიბდეს, როგორც ევროპული ტიპის ძლიერი დემოკრატია. ამ მიმართულებით ჩვენ ველოდებით საკანონმდებლო შემდგომ სამუშაოებს,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

 

 

წყარო:ipn.ge

სხვა სიახლეები
18 იან

ისჯება თუ არა პარლამენტის წევრი დისკრიმინაციული განცხადებებისთვის?

18 იან

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო „BBCJ“-ის თავმჯდომარე გახდა

18 იან

ანტიდემპინგური კანონის პრიორიტეტები

17 იან

პატიმრობა თუ გირაო?

17 იან

უზენაეს სასამართლოში 15-მა მოსამართლემ ფიცი დადო

16 იან

„OK&CG“-სა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

15 იან

ოთარ კაჭკაჭაშვილი  ადვოკატთა ასოციაციის ერთ-ერთ კომიტეტს უხელმძღვანელებს

15 იან

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ კომიტეტები და ერთი დროებითი კომისია დაამტკიცა

15 იან

ხმაურისთვის 2017 წლის 15 აგვისტოდან 1-ელ დეკემბრამდე პერიოდში 119 პირი გააფრთხილეს

15 იან

2017 წელს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 11 625 ფაქტი გამოვლინდა