error1366 2018.01.11
„საბჭოში მოსამართლეთა კენჭისყრის პროცედურა წინასწარ შეთანხმებული გადაწყვეტილებებით მიმდინარეობს“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტი, ოლიკო შერმადინი მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა კენჭისყრის პროცედურა წინასწარ შეთანხმებული გადაწყვეტილებების ფონზე მიმდინარეობს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წევრმა ჟურნალისტებს განუცხადა, უვადო მოსამართლედ განმწესდნენ ის კანდიდატები, რომლებსაც „გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფებთან“ გარკვეული ახლო ურთიერთობა აკავშირებთ. მისივე ინფორმაციით, კონკურსზე გასაუბრების დახურვა 28 კანდიდატმა მოითხოვა, რომელთაგან 12 იუსტიციის საბჭომ უვადო მოსამართლედ განამწესა.

 

„წინასწარ შეთანხმებული გადაწყვეტილებებით მიმდინარეობს კენჭისყრა. რა თქმა უნდა, თავდაპირველად განმწესდნენ ის მოსამართლეები, რომლებიც ჩვენ ვიცით, რომ დაახლოებულები არიან მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფებთან, მათ შორის უვადოდ განმწესდა უკვე საბჭოს ორი მოსამართლე წევრი. ასევე მოსამართლედ განმწესდა იუსტიციის საბჭოს მდივნის ოჯახის წევრი. გარდა ამისა გამოიკვეთა ერთ-ერთი ტენდენცია - გარკვეულ ვაკანსიებზე საბჭოს წევრებმა ბიულეტენები გააბათილეს, ანუ გადახაზეს ბიულეტენები და ეს პოზიციები კვლავ ვაკანტური დარჩა. ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც საბჭო საუბრობს მოსამართლეთა გადატვირთულობის ფონზე, ასევე იმაზე, რომ სასამართლო სისტემას აკლია მოსამართლეები, ხოლო როდესაც ამდენი პოზიცია ვაკანტური რჩება, ჩნდება კითხვის ნიშნები - რეალურად რატომ არ ინიშნებიან ამ პოზიციებზე ის კანდიდატები, რომლებსაც ჰქონდათ განაცხადი შეტანილი“, - განაცხადა ოლიკო შერმადინმა.

 

მისივე განცხადებით, 12 კანდიდატი, რომლებიც უვადო მოსამართლედ განმწესდა, არასამთავრობო ორგანიზაციას მათთან დაკავშირებით არავითარი ინფორმაცია არ გააჩნია. „ამ 12 მოსამართლეს შორის, რომლებმაც დახურული გასაუბრება გაიარეს, არის საბჭოს ორი მოსამართლე წევრი, ასევე არის საბჭოს მდივნის ოჯახის წევრი. შესაბამისად, ჩვენ, მონიტორინგის განმახორციელებელ ორგანიზაციებს ამ კანდიდატების შესახებ არავითარი ინფორმაცია არ გაგვაჩნია“, - განაცხადა ოლიკო შერმადინმა.

სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა