error 147 2018.01.09
ტერორიზმის დაფინანსებისა და ხარდაჭერის  ბრალდებით სუს-მა ერთი პირი დააკავა

სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტა დღეს ახმეტაში საქართველოს მოქალაქე, ზურაბ იდოიძე დააკავა. ჩხრეკა სოფელ ომალოში, ბრალდებულის კუთვნილ სახლში ჩატარდა.

 

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაკავებული ზურაბ იდოიძე, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ჩავიდა თურქეთის ქალაქ ხოფაში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად.

 

მათივე ინფორმაციით, დაკავებულმა, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ახმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფების წევრები ხოფაში, მათი დროებითი საცხოვრებელი ბინიდან მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე.

 

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 331- ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სასჯელის ზომად 17 დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

სხვა სიახლეები
18 იან

ისჯება თუ არა პარლამენტის წევრი დისკრიმინაციული განცხადებებისთვის?

18 იან

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო „BBCJ“-ის თავმჯდომარე გახდა

18 იან

ანტიდემპინგური კანონის პრიორიტეტები

17 იან

პატიმრობა თუ გირაო?

17 იან

უზენაეს სასამართლოში 15-მა მოსამართლემ ფიცი დადო

16 იან

„OK&CG“-სა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

15 იან

ოთარ კაჭკაჭაშვილი  ადვოკატთა ასოციაციის ერთ-ერთ კომიტეტს უხელმძღვანელებს

15 იან

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ კომიტეტები და ერთი დროებითი კომისია დაამტკიცა

15 იან

ხმაურისთვის 2017 წლის 15 აგვისტოდან 1-ელ დეკემბრამდე პერიოდში 119 პირი გააფრთხილეს

15 იან

2017 წელს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 11 625 ფაქტი გამოვლინდა