error 414 2018.09.11
რა არის საჭირო იურიდიული პირის რეგისტრაციისთვის?

 ბიზნეს საქმიანობის დაწყება და საკუთარი შემოსავლის ამ სფეროთი გაზრდა თითქმის ყველა ადამიანს უნდა.  ბოლო  პერიოდში, როცა მცირე მეწარმეობა ასეთი პოპულარული და ხელმისაწვდომი გახდა, მოქალაქეები ცდილობენ, ბედი სტარტაპერობაში სცადონ და სხვადასხვა სახის ბიზნესსაქმიანობას იწყებენ. თუმცა, ყველამ ვიცით, რომ ამ სფეროში ფეხის შედგმა მხოლოდ სურვილი არ არის და მის წარმატებით განხორციელებას რიგი საკითხების სწორად დაგეგმვა-გადაწყვეტა სჭირდება. ამ გასათვალისწინებელ საკითხებს შორის კი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქმე სამართლებრივად გამართული და დახვეწილი იყოს.

საადვოკატო ბიურო „OK&CG“ ერთ-ერთია სამართლებრივ სფეროში, რომელიც მცირე მეწარეების ხელშეწყობის მიზნით რიგ შეღავათებს აწესებს. კომპანიის ადვოკატი, ანა გორდეზიანი მიიჩნევს, რომ სტარტაპერებს განსაკუთრებული გვერდში დგომა სჭირდებათ, რათა საწყის ეტაპზე ყველა ნაბიჯი გონივრულად გადადგან, ამიტომ, მაქსიმალურად ვცდილობთ, პირადი კონსულტაციით იქნება ეს, სოციალური ქსელები თუ სატელეფონო კავშირი, მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდოთ მათ იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთონ, რათა ბიზნესი სწორად წარმართონ.“

 

ანა გორდეზიანის განცხადებით, ერთ-ერთი პირველი და მნიშვნელოვანი ქმედება, რაც ყველა მეწარმე იურიდიულმა პირმა უნდა განახორციელოს, იურიდიული პირის რეგისტრაციაა, რაც განსაზღვრული პროცედურების დაცვას მოითხოვს. „მეწარმეებს ინფორმაციის არარსებობის პირობებში ურთულდებათ სათანადო დოკუმენტების მოძიება, ეს პროცესი კი ხშირად დიდ დროს საჭიროებს,“-განმარტავს გორდეზიანი.

 

პროცედურები, რომლებიც მეწარმე იურიდიული პირის რეგისტრაციით დაინტერესებულმა პირმა უნდა დაიცვას:

 

 როგორც იურისტი განმარტავს, მეწარმე იურიდიული პირის რეგისტრაციის მიზნით დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, იუსტიციის სახლს ან საჯარო რეესტრის ავტორიზებულ პირებს.

რეგისტრაცია ხორციელდება დაინტერესებული პირის მიერ გაცხადებული მისამართის მიხედვით. ამასთან, თუ გაცხადებულ მისამართზე არსებული უძრავი ნივთის მესაკუთრე დაინტერესებული პირია, იურიდიული მისამართის განსაზღვრისთვის დამატებითი დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო არ არის.

სარეგისტრაციოდ წარსადგენი დოკუმენტები:

1. განცხადება (აღნიშნული ივსება შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში უშუალოდ დოკუმენტების მიმღები ოპერატორის მიერ);

2. დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი

(პირადობის მოწმობა, პასპორტი, ბინადრობის მოწმობა, პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი).

3. პირველადი რეგისტრაციის დროს: საწარმოს ყველა პარტნიორის მიერ ხელმოწერილი და სათანადო წესით დამოწმებული სარეგისტრაციო განაცხადი (წესდება/პარტნიორთა შეთანხმება); ცვლილებების რეგისტრაციის დროს: მოთხოვნილ ცვლილებასთან დაკავშირებით უფლებამოსილი პირის/ორგანოს სათანადო წესით მიღებული და დამოწმებული გადაწყვეტილება ან უფლებამოსილი პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შედგენილი გარიგება.

4. უძრავი ნივთის მესაკუთრის სათანადო ფორმით შედგენილი თანხმობა ან უძრავ ნივთზე დაინტერესებული პირის სარგებლობის უფლების დამადასტურებელი კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილი დოკუმენტი;

5. ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნის შესახებ ნების გამომხატველი დოკუმენტი;

6. სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმეტი (1 სამუშაო დღის ვადაში – 100 ლარი; დაჩქარებული მომსახურების საფასური განცხადების შეტანის დღესვე შეადგენს 200 ლარს).

სხვა სიახლეები
22 სექ

რისი დაყადაღების უფლება არ აქვს აღმასრულებელს?!

21 სექ

რა უნდა ვიცოდეთ, სანამ ვინმეს თავდებში ჩავუდგებით?

19 სექ

რა შემთხვევაში ჩაითვლება დანაშაული აფექტში ჩადენილად?!

17 სექ

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს მიმართ საქმის გამარტივებული წესით წარმოება დაიწყო?

13 სექ

„მოქალაქეები თვალთმაქცური და მოჩვენებითი გარიგების მსხვერპლნი ხშირად ხდებიან“

07 სექ

რატომ საადვოკატო ბიურო „OK&CG“?

03 ივლ

გისმენენ? ფარული საგამოძიებო მოქმედებები...

02 ივლ

დავით ასათიანი ევროპის ადვოკატთა ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრად აირჩიეს

29 ივნ

„აღკვეთის ღონისძიება მხოლოდ დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას გამოიყენება“

28 ივნ

შესაძლებელია თუ არა, საპროცესო შეთანხმებით, ბრალდებული სრულად განთავისუფლდეს სასჯელისგან?