რა არის სამხედრო სავალდებულო სამსახური?4881 2018.04.23
რა არის სამხედრო სავალდებულო სამსახური?

საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად საქართველოს დაცვა და სამხედრო ვალდებულების მოხდა საამისო უნარის მქონე ყველა მოქალაქის მოვალეობაა.

 სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმა განისაზღვრება კანონით (საქართველოს კანონი ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“).

რას ითვალისწინებს სამხედრო ვალდებულება?
ა) სამხედრო აღრიცხვას;

ბ) სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას;

გ) სამხედრო სამსახურს;

დ) რეზერვს.



რა არის სამხედრო სავალდებულო სამსახური?

სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას ექვემდებარება 18-დან 27 წლამდე ასაკის პირი, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე და რომელსაც არ აქვს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან განთავისუფლების ან გაწვევის გადავადების საფუძველი.

გაწვევით ვადიანი სამხედრო სამსახურის ვადა შეადგენს 12 თვეს.

სამხედრო ვალდებულების მოსახდელად მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევა ხდება, როგორც წესი, წელიწადში ორჯერ – გაზაფხულსა და შემოდგომაზე, საქართველოს

 

ვის ევალება სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა?

 

სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა საქართველოს ყველა მოქალაქის ვადებულებაა, ასევე სამხედრო ვალდებულად მიიჩნევა მოქალაქეობის არმქონე, საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირი.

ასევე შესაძლოა უცხო  სახელმწიფოს მოქალაქეც მიღებულ იქნას სამხედრო სამსახურში.

 

რა შემთხვევაში თავისუფლდებიან სავალდებულო სამხედრო სამსახურისაგან?

 

სამხედრო სამსახურისაგან თავისუფლდებიან:

 

ა) პირი, რომელიც სამედიცინო შემოწმების შედეგად ცნობილია სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად.

ბ) პირი, რომელიც ნასამართლევია სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

გ) პირი რომელმაც სამხედრო სამსახური სხვა ქვეყნის სამხედრო ძალებში გაიარა.

დ) პირი, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს.

ე) პირი რომელსაც მინიჭეუბლი აქვს სამეცნიერო ხარისხი და ეწევა პედაგოგიურ ან სამეცნიერო მუშაობას.

ვ) ასპირანტი

ზ) ერთადერთი ვაჟი ოჯახსში, რომლის ერთი წევრი მაინც დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში ან სამხედრო სამსახურის გავლისას.

აგრეთვე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას,გაათავისუფლოს სამხედრო სამსახურისაგან პირი, რომელიც განსაკუთრებული ნიჭით არის დაჯილდოებული.

 

რა შემთხვევაში ხდება სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადება?

 

სამხედრო სამსახურის გადავადება ხდება თუ:

 

ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურის გავლისათვის დროებით უვარგისად ცნობის შემთხვევაში - 1 წლამდე ვადით

ბ) პირის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა - შესაბამისი ორგანოების მიერ სათანადო გადაწყვეტილების მიღებამდე.

გ) პირი არის სტუდენტი

დ) პირი გადაიხდის სამხედრო სავალდებულო სამსახურისაგან გათავისუფლებისათვის დადგენილ მოსაკრებელს;

ე) პირი არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე - 20 წლის ასაკამდე

ვ) პირი პატრონობს შრომისუუნარო, მის კმაყოფაზე მყოფ ბებიას ან პაპას, თუ მას არ ჰყავს სხვა კანონიერ მომვლელი

ზ) პირს ჰყავს ორი ან ორზე მეტი შვილი

თ) პირის კმაყოფაზეა ოჯახის შრომისუუნარო წევრი, რომელიც საჭიროებს მუდმივ მზრუნველობას და არ ჰყავს სხვა კანონიერ მომვლელი, მიუხედავად იმისა რომ შესაძლოა მას ჰყავდეს ცალკე ოჯახად მცხოვრები და, რომელსაც არ შეუძლია მისი მოვლა-პატრონობა

ი) პირის კმაყოფაზეა არასრულწლოვანიან/და ობოლი და-ძმა

კ) პირი არის მღვდელთმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში

ლ) პირი არის დედისერთა

მ) პირი მუშაობს სოფელში მასწავლებლად ან ექიმად

ნ) პირს ჰყავს ერთი შვილი - შვილის შეძენის დღიდან სამი წლის ვადით

ო) გაწვევის გადავადების უფლება მინიჭებული აქვს პრეზიდენტის ბრძანებულებით

 

რა ასაკიდან თავისუფლდება პირი სამხედრო სავალდებულო სამსახურისაგან?

 

27 წლის ან 27 წელზე მეტი ასაკის პირი, რომელსაც 27 წლამდე არ გაუვლია სამხედრო სავალდებულო სამსახური არ გაიწვევა სავალდებულო სამსახურიში და ინდივიდუალური აქტის საფუძველზე ჩაირიცხება რეზერვში.

 

რა შეიძლება გამოიწვიოს სამხედრო სავალდებულო სამსახურისაგან თავის არიდებამ?

 

წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდება, მათ შორის, ავადმყოფობის სიმულაციით, სხეულის თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ან სხვაგვარად მოტყუებით, დასჯადია სისხლის სამართლის კანონმდებლობით.

ამავდროულად მოქალაქეს, რომელმაც არ მოიხადა სამხედრო ვალდებულება, კანონმდებლობით შესაძლოა დაუწესდეს შეზღუდვები სახელმწიფო სამსახურში თანამდებობაზე დანიშვნისას.