error 194 2018.03.31
რა მდგომარეობაა საქართველოში კანონის უზენაესობის კუთხით?

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით, „კანონის უზენაესობის მდგომარეობა საქართველოში საგრძნობლად გაუარესდა“

IDFI-ის მიერ მომზადებული შედარებითი ანალიზის მიზანია „მსოფლიო სამართლის პროექტის“ მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოს მაჩვენებლების განხილვა 2012 წლიდან დღემდე, კონკრეტული მიმართულებებით არსებული პროგრესისა და რეგრესის გამოვლენა და საქართველოს შედეგების შედარება აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოთა მაჩვენებლებთან. 

„მსოფლიო სამართლის პროექტის“ (World Justice Project) კანონის უზენაესობის გლობალური ინდექსი წარმოადგენს კანონის უზენაესობის შეფასების ერთ-ერთი ყველაზე ვრცელ მონაცემთა ბაზას მსოფლიო მასშტაბით. „მსოფლიო სამართლის პროექტი“ წარმოადგენს, ვაშინგტონში დაფუძნებულ დამოუკიდებელ მულტიდისციპლინარულ ორგანიზაციას, რომელიც საქმიანობს მსოფლიო მასშტაბით კანონის უზენაესობის ხელშეწყობისა და განვითარების მიზნებისთვის. ორგანიზაცია 2010 წლიდან აქვეყნებს კანონის უზენაესობის გლობალურ ინდექსს. საქართველო „მსოფლიო სამართლის პროექტის“ მიერ პირველად 2012 წელს შეფასდა. 


ძირითადი მიგნებები 


- კანონის უზენაესობის გლობალური ინდექსის თანახმად 2017-2018 წლებში კანონის უზენაესობის მდგომარეობა საქართველოში 0.61 ქულით არის შეფასებული (მაქსიმალური 1 ქულა). მოცემული მაჩვენებლით საქართველო 38 ადგილს იკავებს შეფასებულ 113 ქვეყენას შორის. წინა წლებთან შედარებით საქართველოს მაჩვენებელი 4 პოზიციით გაუარესდა. 

- კანონის უზენაესობის ინდექსით შეფასებულ რვა კრიტერიუმს შორის 2017-2018 წლებში საქართველომ ყველაზე მაღალი შეფასება წესრიგისა და უსაფრთხოებისა და კორუფციის არარსებობის კომპონენტებში მიიღო. 


- ყველაზე პრობლემურ მიმართულებებს საქართველოში სამოქალაქო და სისხლის სამართლის მართლმსაჯულება წარმოადგენენ. 

- 2017-2018 წლებში საქართველომ წინა წლებთან შედარებით ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო კორუფციის არარსებობის, სარეგულაციო აღსრულების, სამოქალაქო და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მიმართულებებში. 

- წესრიგისა და უსაფრთხოების კრიტერიუმში რეგიონულ დონეზე საქართველოს პოზიციამ პირველიდან მესამე ადგილზე გადაიწია. გლობალურ რეიტინგში საქართველოს პოზიცია 17 ადგილით გაუარესდა 2014 წელთან შედარებით. 

- კორუფციის არარსებობის კრიტერიუმში საქართველომ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2014 და ბოლო 2017-2018 წლების შეფასებებით მიიღო. ამავე კრიტერიუმში 2017-2018 წლებში ორი პოზიციით გაუარესდა საქართველოს მდგომარეობა გლობალურ რეიტინგში. 

- ფუნდამენტური უფლებების დაცვის მხრივ საქართველოში ყველაზე პრობლემურად შეფასებულია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, დასაქმებულთა უფლებები და უფლება სამართლიან სასამართლოზე. 

- 2017-2018 წლებში ფუნდამენტურ უფლებათა დაცვის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა საქართველოში და ის 2012-2013 წლების მაჩვენებელს გაუტოლდა. ფუნდამენტურ უფლებათა დაცვის მხრივ საქართველოს პოზიცია რეგიონულ რეიტინგში ერთით, ხოლო გლობალურ რეიტინგში 7 ადგილით დაეცა. 

- შეფასების თანახმად საქართველოში პრობლემურ მიმართულებებს წარმოადგენენ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში სამართლიანი ადმინისტრაციული პროცედურების უზრუნველყოფა და პროცესის დაუსაბუთებელი გაჭიანურების თავიდან აცილება. 


- ღია მმართველობის კრიტერიუმის ფარგლებში ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ მიმართულებად საქართველოში ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება შეფასდა. 2017-2018 წლებში საქართველოში ღია მმართველობის მდგომარეობა გაუმჯობესდა 2012-2013 წლებთან შედარებით, თუმცა დაეცა 2015-2016 წლებთან შედარებით. 

- ღია მმართველობის მიმართულებით რეგიონულ რეიტინგში საქართველოს მდგომარეობა 2016 წელთან შედარებით დაეცა და პირველიდან მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა. გლობალურ რეიტინგში საქართველოს პოზიცია 11 ადგილით გაუარესდა. 

- მთავრობის ძალაუფლების შეზღუდვის ინდიკატორებს შორის საქართველოში ყველაზე მაღალი შეფასება არასამთავრობო სექტორის კონტროლისა და დამოუკიდებელი აუდიტის არსებობის მიმართულებებით დაფიქსირდა. 

- ამავე კრიტერიუმის ინდიკატორებს შორის ყველაზე პრობლემურად თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობა შეფასდა. 

- მთავრობის ძალაუფლების შეზღუდვის კუთხით საქართველოს ყველაზე მაღალი მაჩვენებლები 2015 და 2016 წლების შეფასებებით ქონდა. მაჩვენებელი საგრძნობლად დაეცა ბოლო 2017-2018 წლებში. 16 პოზიციით გაუარესდა საქართველოს ადგილი გლობალურ რეიტინგშიც. 

- სამოქალაქო და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მიმართულებით პრობლემურად არის შეფასებული აღმასრულებელი ხელისუფლების გავლენა მართლმსაჯულების პროცესში და პროცესის დაუსაბუთებელი გაჭიანურების პრაქტიკა. ორივე მიმართულებით საქართველომ წინა წლებთან შედარებით ყველაზე დაბალი პოზიცია დაიკავა გლობალურ რეიტინგში", - განმარტავენ არასამთავრობოში.

სხვა სიახლეები
19 აპრ

ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით, მოძალადეს ელექტრონულ სამაჯურსაც გაუკეთებენ

19 აპრ

რეპრესირებულ ადვოკატთა რეაბილიტაციის კომისიამ განცხადებების მიღება დაიწყო

19 აპრ

„ხულიგნობისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი წესრიგი“

17 აპრ

ვინ არ არის ვალდებული, საშემოსავლო გადასახადი გადაიხადოს?!

17 აპრ

სასჯელი - კანონის რეაქცია დანაშაულზე

16 აპრ

 ქეთევან ქავთარაძე - საქართველოში უდანაშაულობის პრეზუმფცია ხშირად ირღვევა

03 აპრ

რა შემთხვევაში განიხილება საქმე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით?

30 მარ

„აღკვეთის ღონისძიება მხოლოდ დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას გამოიყენება“

29 მარ

რა შემთხვევაში იღებს სასამართლო დაუსწრებელ გადაწყვეტილებას?

28 მარ

დროში გაწელილი კანონი და დაურეგულირებელი აზარტული თამაშების ბიზნესი