გენდერული კვოტირება - პოზიტიური დისკრიმინაცია თუ გარდაუვალი აუცილებლობა?3822 2018.03.23
გენდერული კვოტირება - პოზიტიური დისკრიმინაცია თუ გარდაუვალი აუცილებლობა?

„გენდერულ თანასწორობას ორი მთავარი პრინციპი ახასიათებს - კეთილდღეობა და სამართლიანობა. სამართლიანია, თუ ქალსა და კაცს აქვთ თანაბარი სასტარტო პირობები და ცხოვრებისეული შესაძლებლობები თავიანთი პოტენციალის სრული რეალიზაციისათვის, თუ ქალები და კაცები თანაბრად სარგებლობენ საზოგადოებრივი სიკეთეებით, თუ თანაბრად მონაწილეობენ პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარების პროცესში. თუ ეს პრინციპები დაცულია საზოგადოებაში, ის ქვეყნის კეთილდღეობასა და სამართლიანობაზე დაფუძნებულ, მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს. გენდერული თანასწორობის მისაღწევად ეფექტური მექანიზმების დანერგვის მიზნით მოთხოვნები იზრდება. ერთ-ერთ მათგანს გენდერული კვოტირება წარმოადგენს“.

 

„მეტი ქალი პარლამენტში“, – ეს არის სლოგანი, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოში ყველაზე ხშირად განიხილება. არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები,მთავრობა, ხელსუფლება და ა.შ აქტიურ დისკუსიებს მართავენ საკითხზე, რომელსაც გენდერული კვოტირება ჰქვია.

 

რა არის დაროდის დადგა საქართველოში გენდერული კვოტირება დღის წესრიგში ?

 

 გენდერული კვოტა წარმოაგდენს კანონით განსაზღვრულ ნორმას პოლიტიკურ ინსტიტუციებში - საკანომდებლო თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში - ქალთა მონაწილეობის გასააქტიურებლად. კვოტირების იდეა მოიზარებს ქალთა დაცვას პოლიტიკური იზოლაციისგან. იგი ეფექტური საშუალებაა გენდერული უთანასწორობის მისაღწევად, რაც ქვეყანაში „წარმომადგენლობითი დემოკრატიის“ ბაზისს ქმნის.

 

 ვინაიდან ამ კუთხით პრობლემა საქართველოში ძალიან მწვავედ დგას, რა გასაკვირია, რომ გენდერული კვოტირების საკითხი დღის წესრიგში დადგა. იქამდე, ვიდრე ამ უკანასკნელის აუცილებლობა დადგებოდა დღის წესრიგში, იყო 2000-იანი წლები, როცა საუბარი დაიწყო ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობაზე, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქამდე ამის სურვილი და აუცილებლობა არ ყოფილა.  პოლიტიკაში აქტიური მონაწილეობისათვის ქალები ჯერ კიდევ თითქმის საუკუნის წინ მოითხოვდნენ და იბრძოდნენ.

 

მაშინ, რატომ გახდა საკითხი დღეს განსაკუთრებით აქტუალური?

 

თუკი უკანასკნელ პერიოდს გადავხედავთ, ქალთა გააქტიურება და მათი მხრიდან პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის შესახებ საუბარი განსაკუთრებით მას შემდეგ  მოხდა, როცა გაცნობიერდა, რომ გაიზარდა ოჯახში ძალადობისა და  ქალთა ფემიციდის ფაქტები. საზოგადოებამ გააანალიზა, რომ ქალთა უფლებები ყოველდღიურად და მნიშვნლეოვნად ირღვევა და საჭიროა, მათზე ზრუნვა. გარდა ამისა, საზოგადოება მივიდა იმ წერტილამდე, რომ მიხვდა, რამდენად სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს საქართველოში ადრეული ქორიწინება, რომელიც გვიტოვებს განათლებაწართმეულ ახალგაზრდებს. ქალებთან მიმართებით ქვეყანაში რომ კვლავ ბევრი პრობლემაა, ისიც ადასტურებს, რომ ქვეყანაში ქალთა შრომის უფლებები სათანადოდ არ არის დაცული, რადგან ხშირია შემთხვევები, როცა ქალის სამსახურში აყვანისას შემაფერხებელ გარემოებას წარმოადგენს მისი ოჯახური მდგომარეობა და მით უფრო მისი ორსულობა. ეს რაც შეეხება ზოგადად იმას, თუ რა მდგომარეობაა საქართველოში ქალთა უფლებების კუთხით, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არის მცირე ჩამონათვალი იმისა, თუ რა პრობლემებს აწყდებიან ყოველდღიურად ქალები საზოგადოებაში სრულფასოვნად ცხოვრებისთვის.

 

კვლავ გენდერულ კვოტირებას რომ მივუბრუნდეთ...

 

 ყველა ზემოჩამოთვლილი პრობლემები გახდა საფუძველი იმისა, რომ დაწყებულიყო კონკრეტული ძვრები, რომლითაც ქალთა უფლებების კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდეს. სწორედ ეს გახდა ინსპირაცია, ქალებს ეთქვათ - „მეტი ქალი პოლიტიკაში“ - რაც არის სლოგანი, რომლითაც ქალები  პოლიტიკაში ჩართულობის გააქტიურებას იუწყებიან.

 

კითხვა, რომელიც მუდმივად ისმის: რატომ უნდა იყოს „მეტი ქალი პოლიტიკაში“?

 

 ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და ქალთა აქტივისტებს მიაჩნიათ, რომ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდით, ქვეყანა არაერთ ისეთ საკანონმდებლო ცვლილებას მიიღებს, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყანაში ქალთა მდგომარეობას, ჯანდაცვის, განათლების სისტემას და მეტიც, გააუმჯობესებს როგორც ეკონომიკურ მდგომარეობას, ისე ხელს შეუწყობს ქვეყანაში სამშვიდობო პროცესის დამკვიდრებასა და გამყარებას.

 

გედნერულ კვოტირების მნიშვნელობა

 

 გენდერული კვოტირების სხვადასხვა ფორმები არსებობს, თუმცა ძირითადა იყოფა სავალდებულო და პარტიულ კვოტებად. ეს გულისხმობს, რომ კვოტები შეიძლება იყოს როგორც კანონით დადგენილი, ასევე პოლიტიკური პარტიების მიერ აღიარებული, რომელთა დაცვა და შესრულება დამოკიდებულია პოლიტიკური პარტიების ნებაზე. სახელმწიფოს მხრიდან ნებაყოფლობითი ტიპის კვოტების შემოღება არ არის სავალდებულო, მაგრამ დაწესების შემთხვევაში პარტია შეიძლება იყოს ფინანსურად წახალისებული. ნებაყოფლობითი კვოტები ევროპაში ძირითადად დამახასიათებელია მწვანეთა და მემარცხენე პარტიებისთვის.

სავალდებულო კვოტები თავის მხრივ კიდევ ორად იყოფა: საკანონმდებლოკვოტა და რეზერვირებულიადგილებისკვოტა.რეზერვირებული ადგილების კვოტა დგინდება ქვეყნის კონსტიტუციით, ცალკეულ შემთხვევებში კი საარჩევნო კანონით. ეს სისტემა გულისხმობს არჩევითი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ორგანოებში გარკვეული ადგილების ქალებისათვის გამოყოფას. ასეთი სისტემა იძლევა პარლამენტში ქალთა გარანტირებულ წარმომადგენლობას.

 

 გენდერული კვოტირების კუთხით, საქართველოში პირველი ნაბიჯები 2011 წელს გადაიდგა, როდესაც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში შევიდა ცვლილებები, რაც გულისხმობდა პარტიების ფინანსური წახალისების სისტემის დანერგვას. პარტია, რომელიც პროპორციული საარჩევნო სიის ყოველ ათეულში ორ ქალ კანდიდატს წამოაყენებდა, საბაზო დაფინანსების 10%-იან დანამატს მიიღებდა. 2014 წელს საბიუჯეტო წახალისება გაიზარდა, თუმცა შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი მხოლოდ 24 ქალით არის წარმოდგენილი პარლამენტში. განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხი პოლიტიკოსების ოთახებს და ტრენინგების დღის წესრიგს გასცდა და ახლა უკვე ქალთა საკითხები საჯარო და ღია განხილვის საგანია. 2017 წლის 12 ივნისს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფმა პარლამენტში კიდევ ერთხელ შეიტანა კანონპროექტი სავალდებულო გენდერული კვოტირების შესახებ. ინიციატივის მიღების შემთხვევაში პარტიები ვალდებული იქნებიან სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის წარმომადგენელი იყოს.

 

 მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ქალთა უფლებების კუთხით პრობლემები მრავლად არის და საზოგადოებაც თანხდმდება, რომ პრობლემა დასაძლევია, გენდერულ კვოტირებას მოწინააღმდეგეები მაინც ჰყავს. აღნიშნული სისტემის შემოღების მოწინააღმდეგეების მთავარი არგუმენტი ის არის, რომ კვოტირება ეწინააღმდეგება თანაბარი შესაძლებლობების პრინციპს, და ამ შემთხვევაში, კაცებთან შედარებით, ქალებს ენიჭებათ უპირატესობა. მათ მიაჩნიათ, რომ ეს ერთგვარი პოზიტიური დისკრიმინაციაა. გარდა ამისა, ისმის მოსაზრება იმის თაობაზეც, რომ კვოტირება არადემოკრატიული პროცესია და ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს უფლება, თავად გადაწყვიტოს, ვის აირჩევს. ისინი ამბობენ იმასაც, რომ კვოტირების შემოღების შემდეგ პოლიტიკოსებს აირჩევენ მათი სქესის და არა კვალიფიკაციის გამო, რის შედეგადაც უფრო კვალიფიციურ კანდიდატებს შეიძლება პარლამენტში მოხვედრის შანსი არ მიეცეთ. ბევრ ქალს არ სურს, მხოლოდ იმიტომ აირჩიონ, რომ ქალია. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ გენდერული კვოტირების შემოღება ნიშნავს იმას, რომ ქალებს თავად არ შესწევთ უნარი, დაიკავონ ღირსეული პოზიციები ამა თუ იმ საფეხურზე და ამისთვის ხელოვნურად შექმნილი, განსაკუთრებული პირობები სჭირდებათ.

 

რას უნდა ველოდოთ გენდერული კვოტირების შემოღებასთან დაკავშირებით?

 

როგორც აღვნიშნეთ, გენდერულ კვოტირებაზე საკანონმდებლო პროექტში უკვე პარლამენტშია, რომლის განხილვაც ბოლო 21 მარტის სესიაზე დაიწყო და პლენარული სხდომა საარჩევნო სისტემაში სავალდებულო გენდერული კვოტირების შემოღების ინიციატივის განხილვით დღესაც იმართება. 

უმრავლესობის ერთი ჯგუფი სავალდებულო გენდერული კვოტირების შემოღებას მხარს არ უჭერს, თუმცა, ინიციატივას ჰყავს მომხრეები, რომელთა შორის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები არიან.

  ამ ეტაპზე უცნობია, როგორ დასრულდება განხილვები, თუმცა დღეს განსახილვევლი ცვლილებების თანახმად, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიული სიების წარდგენისას, პარტიებს ევალებათ დაიცვან სქესთა ბალანსი ისე, რომ პარტიულ სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრალური საარჩევნო კომისია პარტიას უბრუნებს სიას ხარვეზის აღმოსაფხვრელად, ხოლო ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, პარტია რეგისტრაციას ვერ გაივლის. გარდა ამისა, როგორც პარლამენტის, ასევე საკრებულოს წევრის მიერ მანდატზე უარის თქმის შემთხვევაში, მის ადგილს იკავებს იმავე სიაში რიგით მომდევნო იმავე სქესის კანდიდატი.