error 546 2018.03.11
პროფესია „ადვოკატი“ და მისი მნიშვნელობა საზოგადოებისთვის

ალბათ ბევრ თქვენგანს ცხოვრებში ერთხელ მაინც შექმნია თუნდაც მცირე სამართლებრივი პრობლემა, რის  მოგვარებაშიც სპეციალისტის დახმარება დასჭირვებია. რა თქმა უნდა, ყველა ურისტი არ არის, ყველას არ აქვს შესაბამისი განათლება, გამოცდილება და კვალიფიკაცია, რომ სამართლებრივი პრობლემები თვითნებურად მოაგვარონ, სწორედ ამიტომ, არსებობს პროფესია - ადვოკატი - ადამიანი, რომელიც თავისი სპეციფიკური გამოცდილებით, ზრუნავს ამა თუ იმ სამართლებრივი პრობლემის გადაჭრაზე. 

რატომ უნდა მივმართოთ ადვოკატს ? 

 საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ს იურისტების განმარტებით, კანონი რთული და ჩახლართულია, რის გამოც, თუ არ ხართ იურისტი, შესაძლოა, სამართლებრივ საკითხებში გარკვევა გაგიჭირდეთ. ხშირად, კანონი საკმაოდ რთული და ჩახლართულია განსაკუთრებით მათთვის, ვინც ბიზნესის წამოწყებას აპირებს. როდესაც ახალი ბიზნესის წამოწყებას აპირებთ და კონტრაქტს განიხილავთ, ადვოკატის დაქირავებას ძალიან დიდი მნიშვენლობა აქვს. გამოცდილ იურისტს კი შეუძლია, თავიდან აგარიდოთ მოულოდნელი საფთხეები და სირთულეები.

შემდეგი, რის გამოც აუცილებელია, იურისტის დახმარება, ის არის, რომ მათ ესმით,როგორ შეაგროვონ/მოაწესრიგონ სასამართლო დოკუმენტები და როგორ გაუმკლავდნენ სხვა ლეგალურ პროცედურებს. თუ არ ხართ იურისტი, შესაძლოა, გაღელვებდეთ დედლაინი, პროტოკოლი, რომელიც თან ახლავს ოფიციალური დოკუმენტების შევსებას. ერთმა დაგვიანებულმა ან არასწორად შევსებულმა ინფორმაციამ, შესაძლოა, მნიშვნელოვანად შეაფერხოს თქვენი საქმე.

კიდევ ერთი პრიორიტეტი არის კონტაქტები, რომელიც  ადვოკატის პრიორიტეტია. ადვოკატები დამოკიდებულნი არიან პროფესიონალთა ფართო წრეზე. მათ ხელი მიუწვდებათ ისეთ კონტაქტებზე, რომლებიც თავიანთ მომხმარებელთა საქმის წარმატებით დასრულებაში ეხმარებათ. 

რა თქმა უნდა, თქვენი სახელი და მისი სიმაღლეც არანაკლებ მნიშვნელოვანია. იმისთვის, რომ თქვენი პერსონა ამა თუ იმ სამართლებრივი საკითხის მოგვარებისას მეტად ღირებული გახდეს, ადვოკატის დაქირავებაზე უნდა იზრუნოთ.  ხშირად ერთი სამოქალაქო აქტივობა/შემთხვევის წყალობით, შესაძლოა, დიდი ფინანსური ზარალის წინაშე აღმოჩნდეთ. სამოქალაქო სამართლის ადვოკატს შეუძლია, ფულის დაზოგვაშიც დაგეხმაროს და შოვნაშიც. ამ შემთხვევაში, ადვოკატთან თანამშრომლობა თქვენს საქმიანობას მეტად პროდუქტიულს გახდის.

ადვოკატები ხშირად გთავაზობენ უფასო კონსულტაციას. მაშინ, როცა გსურთ, მეტი გაიგოთ საკუთარ შემთხვევაზე, ხშირად ადვოკატები უფასო კონსულტაციას ატარებენ. მათთან შეხვედრა დაგეხმარებათ იმის განსაზღვრაში, რა შეიძლება მოიმოქმედოთ სიტუაციის გაუმჯობესებისთვის. კონსულტაციის საშუალებით შეიტყობთ, თქვენი კონკრეტული შემთხვევისთვის ღირს თუ არა იდაოთ სასამართლოს გზით. ნათელი გახდება ისიც, ნამდვილად გესაჭიროებათ თუ არა ადვოკატის დაქირავება. 

სხვა სიახლეები
03 ივლ

გისმენენ? ფარული საგამოძიებო მოქმედებები...

02 ივლ

დავით ასათიანი ევროპის ადვოკატთა ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრად აირჩიეს

29 ივნ

„აღკვეთის ღონისძიება მხოლოდ დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას გამოიყენება“

28 ივნ

შესაძლებელია თუ არა, საპროცესო შეთანხმებით, ბრალდებული სრულად განთავისუფლდეს სასჯელისგან?

27 ივნ

რა შემთხვევაში განიხილება საქმე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით?

25 ივნ

როგორ დავიცვათ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემები?

22 ივნ

 რა ინფორმაციას ინახავს ჩვენს შესახებ „კრედიტინფო“?

21 ივნ

„ზეგანაკვეთური სამუშაო დრო აუცილებლად უნდა ანაზღაურდეს“

15 ივნ

უდანაშაულობის პრეზუმფცია – ადამიანის უფლებათა დაცვის ფუნდამენტი

13 ივნ

52524 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლება