error 2276 2017.12.01
რა უნდა იცოდეთ ე.წ „გირაოს“ ხელშეკრულების გაფორმების დროს?

 

„გირა“ და „გირაოს ხელშეკრულება“ - ტერმინი, რომელსაც მოქალაქეები ხშირად იყენებ, რეალურად სესხის, იპოთეკისა და ბინათსარგებლობის ხელშეკრულებაა; რაც იმას ნიშნავს, რომ კრედიტორი გაასესხებს გარკვეული ოდენობის თანხას მსესხებლის სასარგებლოდ, მისი მოთხოვნის უზრუნველსაყოფად კი, იპოთეკით იტვირთება მოვალის კუთვნილი უძრავი ნივთი; ხელშეკრულებაში ხდება მითითება, რომ საპროცენტო სარგებლის გადახდის სანაცვლოდ, კრედიტორი უფლებამოსილია, გარკვეულ პერიოდის განმავლობაში ისარგებლოს მოვალის უძრავი ქონებით.

 

  საადვოკატო ბიურო ,,OK&CG“-ის ადვოკატის, ანა გორდეზიანის განმარტებით, „ბევრი მოქალაქე მოგვმართავს კითხვით, თუ როგორ უნდა შეადგინონ ე.წ. „გირაოს“, ანუ სესხის, იპოთეკისა და ბინათსარგებლობის ხელშეკრულება და რა სახის დეტალების გათვალისწინებაა ამ დროს მნიშვნელოვანი“.

 

  რაც შეეხება პრობლემურ გარემოებებს, რომელიც სესხის, იპოთეკისა და ბინათსარგებლობის ხელშეკრულების დადებისას ჩნდება; აღნიშნულთან დაკავშირებით, ადვოკატი ანა გორდეზიანი განმარტავს, რომ პრაქტიკაში ძირითადად ორი სახის პრობლემა გვხვდება:

1) ხშირია შემთხვევა, როდესაც მხარეები მხოლოდ ზეპირად თანხმდებიან, ხოლო ხელშეკრულებაში წერილობითი ფორმით არ არის გაკეთებული დათქმა საპროცენტო სარგებლის გადახდის სანაცვლოდ მოვალის საკუთრებაში არსებულ ფართით სარგებლობის შესახებ. აღნიშნული გარემოება დავის შემთხვევაში მხარეს ართმევს წერილობითი მტკიცებულების წარდგენისა და ფართით მართლზომიერად სარგებლობის შესახებ პოზიციის დასაბუთების შესაძლებლობას;

2)  როგორც წესი აღნიშნული ტიპის ხელშეკრულების დამოწმებას მხარეები ახდენენ სანოტარო წესით, რომლის ფარგლებშიც თანხმდებიან სააღსრულებო ფურცლის ამოწერის შესაძლებლობაზე.

 

 უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე მხარეები ხშირად ვერ აცნობიერებენ სამართლებრივ რისკებს, რომელიც თან ახლავს ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელს.

 

სააღსრულებო ფურცელი წარმოადგენს აღსრულებაქვემდებარე აქტს, რომელიც გაიცემა კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე, მის მიერ მითითებული თანხის პროპორციულად ყოველგვარი სასამართლო და საარბიტრაჟო დავის გარეშე, შესაბამისად იმ შემთხვევაში თუ მოვალეს სურს კრედიტორთან არსებული დავა გადაჭრას სასამართლო წესით, იგი უფლებამოსილია ხელშეკრულების დადების ეტაპზე თანხმობა არ განაცხადოს ხელშეკრულებაში სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე.

 

სხვა სიახლეები
18 მაი

შესაძლებელია თუ არა, საპროცესო შეთანხმებით, ბრალდებული სრულად განთავისუფლდეს სასჯელისგან?

16 მაი

რა შემთხვევაში არ ჩაითვლება თქვენი ქმედება მართლსაწინააღმდეგოდ?

15 მაი

რა სახის ქონება ითვლება მეუღლეთა თანასაკუთრებად?

14 მაი

რა უფლებებით სარგებლობს პატენტის მფლობელი საკუთარი გამოგონების მიმართ?

10 მაი

„ზეგანაკვეთური სამუშაო დრო აუცილებლად უნდა ანაზღაურდეს“

27 აპრ

 რა ინფორმაციას ინახავს ჩვენს შესახებ „კრედიტინფო“?

26 აპრ

როგორ დავიცვათ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემები?

25 აპრ

გისმენენ? ფარული საგამოძიებო მოქმედებები...

24 აპრ

რა დაგჭირდებათ მშენებლობის ნებართვის ასაღებად?

23 აპრ

საგადასახადო ორგანო დასაბეგრი ქონების ღირებულების თავისი შეხედულებისამებრ გადაანგარიშებას ვეღარ შეძლ