error 197 2017.11.28
რა არის იპოთეკის მოწმობა და რის უფლებას ანიჭებს იგი კრედიტორს
იპოთეკა- ეს არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, რაც კრედიტორს აძლევს გარანტიას, რომ ვალდებულების შესრულებლობის შემთხვევაში დაიკმაყოფილებს თავის მოთხოვნას. იპოთეკისრეგისტრაციადამასთანდაკავშირებულისაკითხები: იმისათვის, რომ იპოთეკამ იურიდიული ძალა შეიძინოს, იგი უნდა დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში. რეგისტრაცია ერთ-ერთი მხარის მიერ გარიგების წარდგენის საფუძველზე ხდება და ამ გარიგებაში უნდა აღინიშნოს უძრავი ნივთის მესაკუთრე, იპოთეკარი, სავარაუდო მოვალე. ასევე, თუ მხარეები შეთანხმდებიან, შესაძლებელია, გარიგებაში აღინიშნოს უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა, სარგებელი, შესრულების ვადა და სხვა პირობები. იმ მოთხოვნისუზრუნველსაყოფად, რაც სესხის ხელშეკრულებაშია გაწერილი, იპოთეკის ხელშეკრულებას სანოტარო წესით ამოწმებს ნოტარიუსი, რა დროსაც ნოტარიუსი ხელშეკრულების მხარეებს განუმარტავს იმ სამართლებრივ შედეგებს, რომლებიც მათ მიერ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევასმოჰყვება. (ეს პირობა არ ვრცელდება კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების- საკრედიტო კავშირების და კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მოთხოვნების უზრუნველსაყოფად დადებულ იპოთეკის ხელშეკრულებებზე.) რაარისიპოთეკისმოწმობა? იპოთეკის მოწმობა არის ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს მისი კანონიერი მფლობელის უფლებას, მოითხოვოს იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება და ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოთხოვნა დაიკმაყოფილოს იპოთეკის საგნიდან. იპოთეკის მოწმობას, მხარეთა შეთანხმებით, კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე, გასცემს საჯარო რეესტრი (ერთ ეგზემპლარად) და მოწმობის გაცემასაც ეს უკანასკნელი არეგისტრირებს. ის იპოთეკის ხელშეკრულება, რომელზედაც გაიცემა იპოთეკის მოწმობა, აუცილებლად უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ნებისმიერი სამართლებრივი ქმედება, რომელიც მოითხოვს სანოტარო წესით დამოწმებას,მოწმდება იგივე ნოტარიუსის მიერ, რომელმაც დაამოწმა აღნიშნული იპოთეკის ხელშეკრულება. რაც შეეხება იმ უფლებებს, რომლებსაც იპოთეკის მოწმობა იძლევა: იპოთეკის მოწმობის ფაქტობრივი მფლობელი ითვლება მის კანონიერ მფლობელად, ვიდრე საწინააღმდეგო არ დამტკიცდება; იპოთეკის მოწმობის არსებობისას უზრუნველყოფილი მოთხოვნა შესრულდება მხოლოდ იპოთეკის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში და როგორც კი კრედიტორს მოთხოვნა დაკმაყოფილდება, იგი ვალდებულია, იპოთეკის მოწმობა ვალდებულების შემსრულებელს გადასცეს. თუ კრედიტორის უფლება ნაწილობრივ დაკმაყოფილდება, მან იპოთეკის მოწმობაშიც უნდა შეიტანოს შესაბამისი აღნიშვნა. იპოთეკის შესახებ გარიგების დამმოწმებელი ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის დეპოზიტზე შეტანით, მოვალე კრედიტორის წინაშე არსებული ვალდებულებისგან თავისუფლდება.
სხვა სიახლეები
16 იან

რეკომენდაციები, თუ რა უნდა გავითვალისწინოთ უძრავი ქონების შეძენისას?

09 იან

ე.წ. ატსტუპნიკის უფლებები ქართულ კანონმდებლობაში

01 დეკ

რა უნდა იცოდეთ ე.წ „გირაოს“ ხელშეკრულების გაფორმების დროს?

30 ნოე

რა შემთხვევაში გაიცემა ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი

28 ნოე

რით განსხვავდება გირავნობა და ლიზინგი?

27 ნოე

აქვს თუ არა ლომბარდს თქვენი ავტომობილის საკუთრებაში მიღების უფლება

24 ნოე

ვინ არის კეთილსინდისიერი შემძენი

24 ნოე

რომელი გარიგებაა მოჩვენებითი და თვალთმაქცური

24 ნოე

შესაძლებელია თუ არა იძულებით და მოტყუებით დადებული გარიგებების ბათილად ცნობა

22 ნოე

გაქვთ თუ არა მეზობლის ნაკვეთის გამოყენების უფლება?