error 175 2017.11.24
ვინ არის კეთილსინდისიერი შემძენი
სამოქალაქო სამართალში მოქმედი ზოგადი წესის მიხედვით, შემძენი, რომელმაც ნივთი მესაკუთრისგან შეიძინა ხდება ნივთის ახალი მესაკუთრე შესაბამისი პროცედურების დაცვის შემდეგ. საქართველოს კანონმდებლობით გამონაკლის შემთხვევაში შემძენი შეიძლება გახდეს ნივთის მესაკუთრე მაშინაც, როდესაც გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე, მაგრამ შემძენი ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია. კეთილსინდისიერად ჩაითვლება შემძენი, თუ მან არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. კეთილსინდისიერების ფაქტი უნდა არსებობდეს ნივთის გადაცემამდე. თუ პირმა გარკვეული ფაქტორების გათვალისწინებით იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო ნივთის მესაკუთრე, თუმცა მაინც შეიძინა ნივთი, ის ვერ ჩაითვლება კეთილსინდისიერ შემძენად და ვერ მოიპოვებს ქონებაზე საკუთრების უფლებას. აღსანიშნავია, რომ მოცემული გამონაკლისი ვრცელდება მხოლოდ მოძრავ ნივთებთან მიმართებით. რაც შეეხება უძრავ ნივთებს, მათზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება საჯარო რეესტრში. შესაბამისად, პირს უფლება აქვს მიენდოს საჯარო რეესტრის მიმართ მოქმედ სისრულისა და უტყუარობის პრეზუმციას. თუ აღმოჩნდება, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული პირი გასხვისებისას არ იყო ნივთის მესაკუთრე, შემძენმა უნდა ამტკიცოს, რომ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა ნივთის რეალური უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში ის ჩაითვლება კეთილსინდისიერ შემძენად და ნივთის ნამდვილი მესაკუთრე ვეღარ მოითხოვს მისგან ქონების დაბრუნებას.
სხვა სიახლეები
16 იან

რეკომენდაციები, თუ რა უნდა გავითვალისწინოთ უძრავი ქონების შეძენისას?

09 იან

ე.წ. ატსტუპნიკის უფლებები ქართულ კანონმდებლობაში

01 დეკ

რა უნდა იცოდეთ ე.წ „გირაოს“ ხელშეკრულების გაფორმების დროს?

30 ნოე

რა შემთხვევაში გაიცემა ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი

28 ნოე

რა არის იპოთეკის მოწმობა და რის უფლებას ანიჭებს იგი კრედიტორს

28 ნოე

რით განსხვავდება გირავნობა და ლიზინგი?

27 ნოე

აქვს თუ არა ლომბარდს თქვენი ავტომობილის საკუთრებაში მიღების უფლება

24 ნოე

რომელი გარიგებაა მოჩვენებითი და თვალთმაქცური

24 ნოე

შესაძლებელია თუ არა იძულებით და მოტყუებით დადებული გარიგებების ბათილად ცნობა

22 ნოე

გაქვთ თუ არა მეზობლის ნაკვეთის გამოყენების უფლება?