error 326 2017.11.24
რომელი გარიგებაა მოჩვენებითი და თვალთმაქცური
მოქალაქეები გარკვეული სამართლებრივი შედეგების თავიდან ასაცილებლად, მათი ქონებრივი უფლებების დაცვის მიზნით ფორმალურად აფორმებენ მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას სხვა პირზე. საოჯახო ურთიერთობებში განსაკუთრებით ხშირია შემთხვევა, როდესაც მეუღლე იმისათვის, რომ მეორე მეუღლემ თანასაკუთრებიდან არ მიიღოს წილი საკუთრებას გადასცემს სხვა პირს. აგრეთვე, მოვალე, რომელსაც კრედიტორის წინაშე აკისრია ფულადი ვალდებულება იძულებითი აღსრულებისგან თავის არიდების მიზნით ასხვისებს ქონებას. ასეთი გარიგებები მუდმივ რისკთანაა დაკავშირებული და მათი ნამდვილი სამართლებრივი ბუნება დამოკიდებულია კონკრეტულ საქმის გარემოებებზე. გახსოვდეთ, რომ ასეთ შემთხვევაში თქვენ უფლება გაქვთ სასამართლოსთვის მიმართვის გზით მოითხოვოთ იმ გარიგების ბათილობა, რომლითაც გამსხვისებელმა ქონება სხვა პირს ფორმალურად გადასცა საქართველოს კანონმდებლობით, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). თუმცა თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება). რასაკვირველია, ასეთ პირობებში ქონების სხვა პირზე გადაფორმება ჯერ კიდევ არ მიუთითებს გარიგების მოჩვენებით ხასიათზე და საკითხი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს სასამართლოს მიერ გარემოებების სრული და ობიექტური შეფასების საფუძველზე. მტკიცების ტვირთი ხელშეკრულების არანამდვილობასთან მიმართებით ეკისრება მოსარჩელეს, რომელიც მის ბათილობას მოითხოვს. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში საკუთარი შინაგანი რწმენის საფუძველზე.
სხვა სიახლეები
16 იან

რეკომენდაციები, თუ რა უნდა გავითვალისწინოთ უძრავი ქონების შეძენისას?

09 იან

ე.წ. ატსტუპნიკის უფლებები ქართულ კანონმდებლობაში

01 დეკ

რა უნდა იცოდეთ ე.წ „გირაოს“ ხელშეკრულების გაფორმების დროს?

30 ნოე

რა შემთხვევაში გაიცემა ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი

28 ნოე

რა არის იპოთეკის მოწმობა და რის უფლებას ანიჭებს იგი კრედიტორს

28 ნოე

რით განსხვავდება გირავნობა და ლიზინგი?

27 ნოე

აქვს თუ არა ლომბარდს თქვენი ავტომობილის საკუთრებაში მიღების უფლება

24 ნოე

ვინ არის კეთილსინდისიერი შემძენი

24 ნოე

შესაძლებელია თუ არა იძულებით და მოტყუებით დადებული გარიგებების ბათილად ცნობა

22 ნოე

გაქვთ თუ არა მეზობლის ნაკვეთის გამოყენების უფლება?