მედიაცია
მედიაცია

 საადვოკატო ბიურო „OK & CG“ ერთ-ერთი პირველია ქართულ სამართლებრივ სფეროში, რომელიც არ უშინდება სიაახლეებსა და ნოვატორულ იდეებს. ჩვენ ქართული სამართლის განვითრების მიზნით, ვდგამთ სარისკო ნაბიჯებს, რომლებიც მეტნაკლებად გამართლებულია.

 

 ჩვენთვის დიდი გამოწვევაა სამართლებრივი მედიაციის განხორციელება, რადგან მიგვაჩნია, რომ მედიაცია ერთ-ერთი უდიდესი ნაბიჯია ცივილური სამყაროსკენ, რადგან მედიაცია სასამართლოსა და დამოუკიდებელი არბიტრის ჩარევის გარეშე დავის მოგვარების ეფექტური საშუალებაა. ეს არის პროცესი, სადაც ნეიტრალური და კვალიფიციური მესამე პირი - მედიატორი - ეხმარება მხარეებს, მიიღონ ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება. მედიაციის გზით მიღწეული შეთანხმება მეტად განხორციელებადია, ვიდრე სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილება. როდესაც მხარეები მიმართავენ სასამართლოს, წაგებული მხარე თითქმის ყოველთვის უკმაყოფილოა და ცდილობს ხელი შეუშალოს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას.  მედიაცია ერთ-ერთი საუკეთესო პროცესია დროისა და ფინანსების დასაზოგად.

 

სწორედ ამიტომ, გთავაზობთ სამართლებრივ მედიაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე. სამართლებრივი მედიაციის დროს ჩვენი ბიუროს ადვოკატები, როგორც სრულიად ნეიტრალური მხარე, დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში და საშუალებას მოგცემთ, შეინარჩუნოთ ყველაზე ძვირფასი - ურთიერთობები. ამასთანავე, თქვენ არ მოგიწევთ დახარჯოთ დრო, ენერგია და ფული სასამართლოში და ორივე მხარემ მიიღოთ თქვენთვის ყველაზე სასურველი გადაწყვეტილება.

ასევე, ჩვენ ჩვენს კლიენტებს იურიდიულ მომსახურებს გავუწევთ სავალდებულო სასამართლო მედიაციის მიმდინარეობისას.

სერვისები